ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

19 ოქტომბერი 2022, 11:15 4964 ნახვა

ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

კლინიკა "მედცენტრში" აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, რომ გუშინ მომხდარი ფაქტის შედეგად საავადმყოფოში შემოყვანილი 3 პაციენტიდან ერთი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

შემთხვევა, გუშინ ღამით, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს - მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული 4 პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი