ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია - რაფაელ მარიანო გროსი

14 ოქტომბერი 2022, 13:34 477 ნახვა

ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რაფაელ მარიანო გროსიმ გასული დღეების განმავლობაში მოლაპარაკებები გამართა კიევსა და მოსკოვში. სწორედ რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია დამცავი ზონის შექმნის პროგრესზე.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი