უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტების სამუშაო შეხვედრა

13 ოქტომბერი 2022, 14:32 561 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაზე - შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე მოკვლევის შედეგებზე ისაუბრეს.

შესაბამისი ინფორმაციები თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებმა და ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული უნიკალური ოპერაციის - „ტავი- აორტის სარქვლის შეცვლა გულმკერდის გახსნის გარეშე“ შესახებ პრეზენტაცია, ამავე დაწესებულების გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა იოსებ სიხარულიძემ გამართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში