რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ავდეევკაში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 13 - უკრაინული მედია

13 ოქტომბერი 2022, 10:42 393 ნახვა

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 7 მოქალაქე დაიღუპა, 13 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 12 ოქტომბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში - ავდიივკაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, თავდასხმის შედეგად კიდევ 13 ადამიანი დაშავდა", - წერს პაველ კირილენკო

მისივე თქმით, ​ლიმანში რუსების მიერ ოკუპაციის დროს მოკლული კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.

კირილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი