წალენჯიხის მერი აცხადებს, რომ მას მანქანა დაუწვეს, რადგან როგორც გია ხარჩილავა ამბობს, ავტომობილი ტექნიკურად 100% ით გამართული იყო. აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ჩანს სითხის კვალი, რაც უჩენს ეჭვს, რომ მანქანა განზრახ დაუწვეს.
შემთხვევა გვიან ღამით, მერის სახლთან მოხდა. გამოძიება დაწყებულია სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.