სამეგობროს მორგებული ბიუჯეტი თუ ორკესტრირებული შეტევა სახელმწიფო პროექტებზე? 

12 ოქტომბერი 2022, 11:17 831 ნახვა

თორნიკე რიჟვაძემ არჩილ ჩიქოვანის სამეგობროს ჩააბარა 127 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციის თქმით, ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის კურსელი რაულ ბერიძე, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტში წამყვან თანამდებობაზეა,  დასაქმებული ჰყავს  ძმები.

აკაკი ბერიძე - მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსია, მეორე ძმა კი ქედის მერია. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ადგილი აქვს ნეპოტიზმსა და სავარაუდო კორუფციას.

რეზო ხარაზის მტკიცებით, სამივე ძმა არჩილ ჩიქოვანის წარდგინებით არა საქმისთვის, არამედ ფულის საკეთებლადაა დანიშნული.  

ბათუმის მერმა პერფომანსი უწოდა ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ბრიფინგს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით,   ბრალდებები სიცრუეა და ემსახურება  საზოგადოებრივი საჭიროებებისა და ქალაქის განვითარების წინააღმდეგ ნაბიჯებს.  

მისივე განმარტებით, ეს ორკესტრირებული შეტევაა ყველა წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც  მისი თქმითვე, შეუფერხებლად ხორციელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი