ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილი ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა იურიდიულ კომიტეტში დღეს გაიმართება.
შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. კანონპროექტი უახლოეს მომავალში იურიდიულ კომიტეტზე დაინიცირდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები ამ უწყებების დამოუკიდებლობის გაზრდისა და ფუნქციების გაძლიერებისთვის შემუშავდა.