ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიაში კიდევ 75 პირი შეიყვანა

11 ოქტომბერი 2022, 10:18 695 ნახვა

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ კიდევ 75 პირი შეიყვანა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სასანქციო სიაში მოხვდა 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. 

ახალი ზელანდიის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ ანდრეი აკიმოვს, „ლუკოილის“ ყოფილ პრეზიდენტ ვაგიტ ალეკპეროვს, „ვნეშეკონომბანკის“ თავმჯდომარეს სერგეი გორკოვს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ალექსანდრ მიხეევს, „ნოვატეკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს ლეონიდ მიხელსონს, სახელმწიფო კომპანიის „ნორილსკის ნიკელის“ პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს და სხვა პირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი