რუსეთის ტერიტორიაზე თუ ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდება, რეაგირება იქნება მკაცრი - ვლადიმერ პუტინი

10 ოქტომბერი 2022, 14:38 715 ნახვა

რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე შორი დისტანციური ზუსტი იარაღით განხორციელდა მასიური დარტყმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდება, რეაგირება იქნება მკაცრი და შესაბამისი მასშტაბით," - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განახორციელა 3 ტერაქტი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ბრალი დასდო იმაშიც, რომ ისინი "თურქული ნაკადის" განადგურებას ცდილობდნენ. 

„უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე განახორციელეს 3 ტერაქტი რუსეთში კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც არაერთხელ დააზიანა ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის ხაზები. მესამე ტერაქტის შედეგად ერთდროულად დაზიანდა 3 ასეთი ხაზი...

უკრაინამ, სავარაუდოდ, ჩაიდინა არაერთი სხვა ტერორისტული თავდასხმა რუსეთში ელექტროენერგიის ობიექტებისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის თურქული ნაკადის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ერთ-ერთი მონაკვეთის დაზიანებასაც გულისხმობს"- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი