ევროპელი ლიდერები პრაღაში

06 ოქტომბერი 2022, 19:52 912 ნახვა

ამ წუთებში პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი მიმდინარეობს. პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეს კიდევ ერთი იმპულსი და შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს და ევროპის კონტინენტის ლიდერებთან დაფიქსირდეს ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი