აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს

30 სექტემბერი 2022, 19:15 1328 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი მრჩევლებმა ვერ აირჩიეს. პირველ ტურში ოთხი კანდიდატიდან მრჩევლებმა 1 ხმა ნათია თავდგირიძეს მისცეს. რის შემდეგაც ის მეორე ტურში გადავიდა, თავდგირიძეს მეორე ტურში ხმა მხოლოდ 2 მრჩეველმა მისცა.

დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი 3 მრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო.

პროცედურების მიხედვით, როდესაც მრჩევლები კანდიდატს ვერ ირჩევენ, კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი