მასტერკლასი შავი ზღვის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში 

29 სექტემბერი 2022, 14:12 399 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო კონკურსი ოპერის ოქროს ხმა დასასრულს უახლოვდება. მანამდე კი კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრებმა,  საერთაშორისო დონის შემსრულებლებმა მარიუშ ქვიეჩენმა და ორლინ ანასტასოვმა კონკურსის მონაწილეებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

ახალგაზრდა მომღერლები მსოფლიო წამყვანი მუსიკოსებისგან პროფესიონალურ რჩევებს იღებენ.

ფესტივალი ერთკვირიანია და ის 30 სექტემბერს დასრულდება, სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში