ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მასში 60 მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. ფორუმზე სამსახურის მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ ვაკანსიებს გასცნობოდნენ და დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ. წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ვაკანსია.
ფორუმის ორგანიზატორი ‘’მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციაა’’.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მიზანი სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების კომუნიკაციის ხელშეწყობაა.