„ბათუმის დღეები ტრაპიზონში“

26 სექტემბერი 2022, 14:40 724 ნახვა

„ტრაპიზონში ბათუმის დღეების“ ფარგლებში ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

აჭარის სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნესფორუმში. ასევე ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონის კულტურის ცენტრში დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბათუმის დღეების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, ასევე ,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩიც.

ტრაპიზონში გამართული "ბათუმის დღეების" ფარგლებშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტრაპიზონის ტურიზმის სამსახურისა და "ტურსააბი"-ს წარმომადგენლებთან. მოეწყო აჭარული კერძების მასტერკლასი, გამოფენა და გალა კონცერტი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში