მართავს თუ არა ბათუმის მერის Facebook გვერდს აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია?- კვლევა 

26 სექტემბერი 2022, 14:42 771 ნახვა

რატომ არის ჩართული ბათუმის მერის საჯარო გვერდის მასალების რეკლამირებაში აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი? – კითხვაზე პასუხს ითხოვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

მალხაზ ჭკადუას შეფასებით, პრობლემურია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართვა მერიის პრესსამსახურის კომპეტენციებში. ასევე საუბარია იმაზე, რომ  გაუმჭვირვალეა თავად ასეთი საქმიანობის დაფინანსების მექანიზმი და წყაროები. მალხაზ ჭკადუას განმარტებით, გოგი ფუტკარაძე მონაწილეობს მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური გვერდის გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაშიც.

მაღალი თანამდებობის პირების,  თორნიკე რიჟვაძისა და არჩილ ჩიქოვანის ოფიციალურ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის რეკლამირების პრაქტიკა მისივე მტკიცებით, გაუმჭვირვალეა და კითხვებს აჩენს: რატომ იხარჯება მათი გვერდების ინტერნეტ აუდიტორიის გაზრდისთვის თანხა არა დაწესებულებათა ბიუჯეტიდან, არამედ, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. მისი თქმით, დაუდგენელია ამ თანხის წარმომავლობაც.

ადრესატ უწყებებში სიტყვიერად განმარტეს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და გოგი ფუტკარაძემ მერის ოფიციალურ გვერდს მხოლოდ ავტორიზაციისას გაუწია ტექნიკური დახმარება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი