„ბათუმის დღეები ტრაპიზონში“ - ოფიციალური შეხვედრები და ბიზნეს ფორუმი

26 სექტემბერი 2022, 11:33 933 ნახვა

„ტრაპიზონში ბათუმის დღეების“ ფარგლებში, ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. აჭარის სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნესფორუმის გახსნაში, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის კულტურის ცენტრში დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე გაიმართა შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. ბათუმის დღეების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელზეც აჭარული კუთხე და ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩიც გაიმართა. „

ბათუმის დღეები ტრაპიზონში“ კულტურული ღონისძიებებით დასრულდა, რომელშიც ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში