ბიუროს სხდომა

17 იანვარი 2017, 00:00 2113 ნახვა

ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი  დეპუტატების სამი წარმომადგენლობა იმუშავებს. ბიუროები საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილდება. თითო წარმომადგენლობა ეყოლება ქობულეთსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მიუხედავად იმისა,  რომ შუახევს, ქედასა და ხულოს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს უმაღლეს საბჭოში, წარმომადგენლობა  ხვიჩა შარაშიძეს სამივე რაიონში ექნება. ბიუროების  განსაზღვარზე დღეს დეპუტატები ბიუროზე იმსჯელებენ, რომელიც უკვე მიმდინარეობს. დღესვე ბიუროს წევრები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მოწმობისა და  სამკერდე ნიშნის ნიმუშებს შეიმუშავებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი