ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულების შეფარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო.
ბრალდებულ ირაკლი ბიბილეიშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.