ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა დაზიანდა - "ენერგოატომი"

21 სექტემბერი 2022, 10:40 626 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა, ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობასთან ერთად“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოპერატორზე "ენერგოატომის“ განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, საწვავის გაგრილების ტუმბოების მუშაობის უზრუნველსაყოფად, საგანგებოდ ჩაირთო უსაფრთხოების სისტემების ორი დიზელის გენერატორი.

"რუსები აგრძელებენ ბირთვული ტერორისტული აქტების ჩადენას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ყოფნაც კი არ აჩერებთ“, - წერია მედიის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი