საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს