სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. გამოფენაში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობდა. სამედიცინო გამოფენის ფარგლებში საინფორმაციო კუთხეები მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში იოგის, პრესოთერაპიის, პირველადი დახმარების მასტრკლასები ჩატარდა, ასევე გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.