საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო,მანამდე კი ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. პრეზიდენტი ხვალ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისაბედ II-ის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრას გამართავს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.