ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია

15 სექტემბერი 2022, 19:49 612 ნახვა

ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. პარლამენტში დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო, ოპოზიციამ პრემიერ ნიკოლ ფაშიანიანის იმპიჩმენტის პროცედურა უკვე დაიწყო, პრემიერის გადასაყენებლად მათ 1 ხმა აკლიათ. აქვე ცნობილი ხდება, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მოიწვია უშიშროების საბჭო, რომელსაც ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი რაიკ ჰარუთუნიანი ესწრება. პარალელურად, მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება როგორც ერევანში, ისე სომხეთის სხვადასხვა ქალაქში. დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამ დროისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა შეწყვეტილია, ორივე მხრიდან სამხედრო ძალებში არის მსხვერპლი.მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მონაცემები დააზუსტა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. უწყება გარდაცვლილთა სრულ სიასაც აქვეყნებს. 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები. სომხეთის ინფორმაციით, დაღუპულია 105 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი