უკრაინის მიმართვა გაეროს

15 სექტემბერი 2022, 11:59 539 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193-ი წევრი ხვალ განიხილავს უკრაინის წინადადებას,  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საშუალება მიეცეს მომავალ კვირას, ყოველწლიურ შეხვედრაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართოს. რუსეთის ელჩმა გაერო-ში ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ზელენსკის ვიდეოს საშუალებით საუბრის უფლებას. "ზელენსკი მშვენივრად მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოდის. თუ ვერ ჩამოდიხარ, ეს ნიშნავს, რომ გენერალურ ასამბლეაზე სასაუბროდ თქვენი წარმომადგენელი უნდა გაგზავნოთ", - განაცხადა რუსეთის ელჩმა“.  არსებული გეგმის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს მაღალი დონის შეკრებას სიტყვით 21 სექტემბერს უნდა მიმართოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი