ქობულეთის "შუქურა" საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

14 სექტემბერი 2022, 20:38 1031 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალურ დაპირისპირებაში "შუქურამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და 2-0 დაამარცხა.

ანგარიში 42-ე ჩაკვეტაძემ გახსნა და მასპინძელებმა  ტაიმი 1-0 მოიგეს.
56-ე წუთზე ბაშალეიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"შუქურა" მომდევნო შეხვედრას უკვე ეროვნული ლიგა ორის ეგიდით გამართვას.

18 სექტემბერს გასვლაზე "სამტრედიას" ესტუმრება.

ქობულეთლები ლიგა ორში  38 ქულით დამაჯერებლად პირველ ადგილზე იმყოფებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი