ციხისძირის შემდეგ ტიტას ხეს გადასარგავად სავარაუდოდ გურიის დენდროლოგიურ პარკში, მახინჯაურშიც ამზადებენ. ადგილობრივები ,,მთავართან” იხსენებენ იმას, რომ აქ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა და ასწლოვანი ხეც თავად შეარჩია. ბიძინა ივანიშვილის ინტერესს აღნიშნულ ხესთან ,,ქართუ ჯგუფში” არ ადასტურებენ. ადგილზე დასაქმებული მუშები კი კამერის მიღმა ამბობენ, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაოებს შპს ,,გზა აწარმოებს. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც პასუხის გაცემა არ ისურვა. ვიდრე კიდევ ერთი ტიტა გადაცურავს ზღვას, მანამდე ქობულეთი - გურიის ცნობილ მარშუტს მაგნოლია გაივლის.