„კორტის მეფეები 2022“ თბილისურმა წყვილმა მოიგო

12 სექტემბერი 2022, 11:31 465 ნახვა

ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა ტურნირი ფრენბურთში „კორტის მეფეები 2022“, რომლის გამარჯვებული გიორგი გოგლიძისა და ნიკოლოზ მჭედლიძის თბილისური წყვილი გახდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბათუმში „ოქროს ბურთი“ გათამაშდა და „კორტის მეფეებში“ მხოლოდ პირველი ხუთეულში გასული წყვილი მონაწილეობდა. გოგლიძისა და მჭედლიძის დუეტმა „ოქროს ბურთზე“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თუმცა ამჯერად უკეთ იასპარეზა და ოქროს მედლებსაც დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში