ჩეხეთში დასრულდა მე -12 მსოფლიოს ჩემპიონატი შოტოკან კარატეში უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის, რომელიც „ვე-კა-ეფ“-ის წესებით ჩატარდა. ტურნირში 31 ქვეყნის 1750 კარატისტი მონაწილეობდა. აღნიშნული ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით აჭარის კარატეს ფედერაცია 15 კაციანი დელეგაციით იყო წარდგენილი, მთავარი მწვრთნელი გოჩა სურმანიძე. საერთო ჯამში აჭარის ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონები გახდნენ თამარ ცინცაბაძე, გიგი ბაკურიძე, ლუკა შანთაძე, საბა სურმანიძე და პარა-კარატისტი ჯონი თოფურია. ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიგი ქედელიძემ, გოგა გვიანიძემ და დავით ვერძაძემ მოიპოვეს. ნიკოლოზ გოგუაძე, გიორგი მიქაძე და ტანია ქოროღლიშვილი ბრინჯაოს დასჯერდნენ. ვასო სესაძე საუკეთესო მებრძოლის პრიზით დაჯილდოვდა.