ევროპის სუპერთასზე „შავმა ლომმა“ „ბათუმი“ დაამარცხა

12 სექტემბერი 2022, 11:30 689 ნახვა

რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში "შავმა ლომმა" ქართულ დერბიში "ბათუმი" ბონუსით, 29:3 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" სუპერთასზე სადებიუტო თამაში საკუთარ „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი "შავი ლომი" ჰყავდა. ახალ ტურნირში ორივე გუნდი პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. თუმცა, "შავმა ლომმა" მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა დაგეგმილი ბონუსით გაიმარჯვა. ევროპის სუპერთასის მეორე ტურში „ბათუმი“ სტუმრად „ვულვზს“ ეთამაშება, „შავი ლომი“ კი ქუთაისში „ჰითს“ უმასპინძლებს. შეხვედრები შესაბამისად 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში