ბათუმი კარატისტების წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე

11 სექტემბერი 2022, 11:49 520 ნახვა

ჩეხეთის ქალაქ პორდუბიცეში დაიწყო მე-12 მსოფლიო ჩემპიონატი უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის შოტოკან კარატეში, რომელიც „ვე-კა-ეფ-ის“ წესებით ტარდება. ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ბათუმელმა სპორტსმენებმა. გოჩა სურმანიძის შეგირდებმა შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს. 8-9 წლის ასაკის სპორტსმენ გოგონათა შორის ჩემპიონი თამარ ცინცაბაძე გახდა, ამავე ასაკში ოქროს მედალი მოიპოვა გიგი ბაკურიძემ, 14-15 წლის სპორტსმენთა შორის +70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა შანთაძემ გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ასევე პარაკარატისტი ჯონი თოფურია. ჩემპიონატი გრძელდება და ტატამზე კიდევ 8 ბათუმელი სპორტსმენი იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში