დღეს სარაგბო კლუბი ბათუმი რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩს მოქმედი ჩემპიონის "შავი ლომის" წინააღმდეგ გამართავს.
ბათუმელები ამ ტურნირში თავიან სადებიუტო სეზონს თამაშობენ, ხოლო პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი " ტიტულის დაცვას ეცდება.
შეხვედრა 11 სექტემბერს „ბათუმი არენაზე“ 16:30 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს "რაგბი ტვ" გადმოსცემს.
მატჩზე დასწრება კი თავისუფალია.
გუშინ ქართული კლუბების აღმოსავლეთის ჯგუფში თელ-ავივ ჰითმა რუმინული ვულფი 25-20 დაამარცხა.