ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

09 სექტემბერი 2022, 13:12 670 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო.

რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები. კერძოდ, სავიზო აპლიკაციის მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. ამასთან, საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, გაიზრდება სავიზო განაცხადის განხილვის დრო და გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის პირველი ივნისიდან მოქმედებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი