არახამიას განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

07 სექტემბერი 2022, 15:02 696 ნახვა

''ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით'', - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს უკრაინის რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

არახამიას ამ განცხადებას, რამდენიმე წუთის წინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არახამია ვერ ეღირსება ომს საქართველოში. მისი თქმით, ეს სანქციები შანტაჟის მექანიზმია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი