ქაბულში რუსი დიპლომატები დაიღუპნენ

05 სექტემბერი 2022, 14:12 759 ნახვა

აფეთქება ქაბულში რუსეთის საელჩოსთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა რუსეთის დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი. დაღუპულების და დაშავებულების საერთო რიცხვი 20-ია.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიიჩქარის სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქების ადგილზე.

როიტერსის თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. სააგენტო თალიბანზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა დაცვამ თავდასხმის მონაწილეს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის ოფიცერმა სააგენტოს უთხრა, რომ თავდამსხმელი მოკლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი