მსოფლიოს ჩემპიონატზე აჭარიდან 4 მოჭიდავე იასპარეზებს

04 სექტემბერი 2022, 12:58 875 ნახვა

სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი 10-18 სექტემბერს მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 800-ზე მეტ მოჭიდავეს ელოდებიან.

პირველი ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები  დაიწყებენ.
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების საიტზე გამოქვეყნდა შემადგენლობები და ცნობილი გახდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობაც.

მსოფლიო ჩემპიონატი ტრადიციულად 10 წონით კატეგორიაში ტარდება და 4 წონაში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებს ვიხილავთ.

60 კგ.ში ფრიდონ აბულაძე, 63 კგ.ში ლერი აბულაძე , 72 კგ.ში შმაგი ბოლქვაძე და  82 კგ.ში გელა ბოლქვაძე იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია: 

  • 55 კგ. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
  • 60 კგ. ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
  • 63 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)
  • 67 კგ. ჯონი ხეცურიანი (ხობი)
  • 72 კგ. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
  • 77 კგ. იური ლომაძე (ოზურგეთი)
  • 82 კგ. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
  • 87 კგ. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
  • 97 კგ. გიორგი მელია (სამტრედია)
  • 130 კგ. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში