სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის. საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო. რაც შეეხება კახა იმნაძეს, ის კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა .