აქცია პერფორმანსი გამართა ანტიკორუფციულმა მოძრაობამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპის მოედანზე. მათ ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის პლაკატი გაშალეს და მათთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. მათივე თქმით, ამ ფორმით გააპროტესტეს ბათუმში ალტ-ინფორს მიერ ნაგვს ურნებზე ზელენსკის ფოტოების გაკვრა.
მათივე განცხადებით, ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი კონცერტის ხელშეშლას მიზანმიმართულად ცდილობდნენ.