ბათუმში, მამაკაცმა 11 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა. ბრალდებული უკვე დაკავებულია და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციაში ფაქტის შესახებ შეტყობინება არასრულწლოვნის დედამ გააკეთა. დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ინფორმაცია თავდაპირველად "TV25"-მა გაავრცელა.