უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-ირანის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებაზე გამახვილდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი ბოლო წლებში ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.