გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა, ახლა აღარავინ იტყვის, რომ უკრაინა სადღაც რუსეთთან მდებარეობს - ზელენსკი

24 აგვისტო 2022, 12:55 626 ნახვა

24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!. ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

"ექვსი თვის წინ რუსეთმა გამოგვიცხადა ომი. 24 თებერვალს მთელ უკრაინაში აფეთქებებისა და სროლების ხმა გაისმა და 24 აგვისტოს არ უნდა მოგვესმინა სიტყვები „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა! ამ ექვს თვეში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რას წარმოადგენს ის. ახლა აღარავინ იტყვის მასზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი