მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი იგეგმება - ზელენსკის გამოხმაურება

22 აგვისტო 2022, 11:05 676 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება  ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავს.

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დამპყრობლებისგან გმირებისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლების დამცველების დაცინვას არ მოითმენს.

მისი თქმით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელსაც კიევის პოზიცია გააცნო, ასევე ეს გადაწყვეტილება ცნობილია თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროსთვისაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი