დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებამ აიღო

22 აგვისტო 2022, 10:45 904 ნახვა

ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა“ არმიამ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში ის რუსი აქტივისტები არიან გაწევრიანებულები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ რიგებში არიან სამხედროები და პარტიზანებიც.

ორგანიზაციამ განცხადება ტელეგრამ არხზეც გაავრცელა, მასში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ჩვენ მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ ჩვენი ძმების დახვრეტა სხვა ქვეყნებშიც – საქართველოში, სირიასა, თუ სხვაგან". – წერია მანიფესტში. 

მკვლელობას ერთ-ერთი პირველი დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერი გამოეხმაურა და მან უკრაინელები დაადანაშაულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი