ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მისია გაემგზავრება 

20 აგვისტო 2022, 11:24 655 ნახვა

ზაპოროჟიას ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად რადიაციული გაჟონვა გამოიწვიოს, NATO-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება- მიაჩნია  გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. 

ტობაიას ელვუდის ამ შეფასებას   ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ  ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება და რადიაციის ნებისმიერი გაჟონვა, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებში ადამიანების მკვლელობას გამოიწვევს, ავტომატურად ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დარღვევას ნიშნავს.  რაც შეეხება  ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს, ამ წესდების  თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.

"თუ რუსული შანტაჟი გაგრძელდება, მაშინ, შესაძლოა, ეს ზაფხული ევროპის ქვეყნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულად დარჩეს" -  თქვა  უკრაინის პრეზიდენტმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი