გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს.
უწყების ინფორმაციით, შავი ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა, რასაც სპეციალისტები ბოლო დროს შეძენილი თანამედროვე მულტი-პარამეტრული ზონდის დახმარებით ახორციელებენ.
აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განისაზღვრა.