შესაძლოა ბათუმის მერს ორის ნაცვლად ერთი მოადგილე ჰყავდეს. გიორგი ერმაკოვი მერიის ადმინისტრაციაში ცვლიელებებს აანონსებს. თუმცა ირწმუნება, რომ ოპტიმიზაცია თანამშრომლების შემცირების ხარჯზე არ მოხდება. მისი განმარტებით ცვლილები მერიის ეფექტური მუშაობისთვის იგეგმება. გაიზრდება მერიის სამსახურების რაოდენობა. შესაძლოა თვითმმართველობაში არსებული ფინასური და ეკონომიკური სამსახური გაიყოს და ქონების მართვის სამსახური ცალკე დაფუძნდეს. ოპტიმიზაცია იგეგმება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც.