ბათუმში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი დასრულდა

13 აგვისტო 2022, 10:06 722 ნახვა

ბათუმში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ფესტივალის დახურვის დღეს მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა 12 წლის ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, კონცერტში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ცნობილმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა მიიღო.

საღამოს სპეციალური სტუმრების რანგში ბათუმის სცენაზე პირველად გამოვიდნენ 12 წლის უკრაინელი მუსიკოსები.

გია ყანჩელის 87 წლის იუბილეს ბათუმის მერიის ხელშეწყობით 5 საფესტივალო საღამო მიეძღვნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში