ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს

12 აგვისტო 2022, 16:49 750 ნახვა

ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 12, 13 და 14 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქში მსოფლიოში აღიარებული ბენდები და ჯაზ შემსრულებლები წარდგებიან მსმენელის წინაშე. სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულებისთვის დაუკრავენ ქართველი არტისტებიც. წლებია საქართველოში რამდენიმე ტიპის მაღალი დონის ფესტივალი იმართება, მათ შორისაა შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც მე-15-დ ჩატარდება. ორგანიზატორები მსმენელებს დაუვიწყარ საღამოებს სთავაზობენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში