ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის თქმით, „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ უკრაინასთან ურთიერთობების დათბობა არაერთხელ სცადა. უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება შეაფასეს პარლამენტშიც.