აჭარაში გადამფრენი ფრინველების დაცვისთვის უიტლის ფონდის ჯილდო ქართველმა ალექსანდრე რუხაიამ მიიღო. Aამ ჯილდოს მწვანე ოსკარსაც უწოდებენ და ბუნების კონსერვაციის სფეროში, საერთაშორისო მნიშვნელობისაა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა გადამფრენი ფრინველების დაცვისთვის პირველად მიიღო 35 ათასი ფუნტი სტერლინგი, რათა ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა მომავალშიც განაგრძოს.