2021-2022 წლებში 90 დაწესებულებას სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუცია - ფაქტები შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდ კლინიკის შემოწმების შემდეგ გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, 33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო 4 მათგანთან მიმართებაში საქმისწარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდ კლინიკის სტატუსით.